“კორპუსთან ვარ პირველადი დახმარების ყუთით და წყლით” – ტრაგედია, რომელმაც საზოგადოება გააერთიანა – ადამიანები საქართველოდან

“კორპუსთან ვარ პირველადი დახმარების ყუთით და წყლით” – ტრაგედია, რომელმაც საზოგადოება გააერთიანა – ადამიანები საქართველოდან

17 იანვრის გლოვის დღეა, საზოგადოება დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის გამო შეძრწუნებულია. საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

ტრაგედიამ საზოგადოება გააერთიანა, მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში დაზარალებული ადამიანების უანგაროდ დახმარების სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს სთა­ვა­ზობ­დნენ თავ­შე­სა­ფარს, ბავ­შვე­ბის­თვის – სა­თა­მა­შო­ებს და თბილ გა­რე­მოს, საკ­ვებს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი – სის­ხლს.

შეგახსენებთ, აფეთქება დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე 20:30 წუთზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნის, დაშავებულია 8 ადამიანი, ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.