“უხეშად ვამბობ და ბოდიში…”

“უხეშად ვამბობ და ბოდიში…”

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი, “ფეისბუქის” გვერდზე წერს

“უხეშად ვამბობ და ბოდიში: ვინმე თუ ითვლის, რამდენი ადამიანი შეიწირეს ბეჟუაშვილებმა შახტებში, ცემენტის წარმოებაში, ან მას შემდეგ, რაც ყაზტრანსგაზი ჩაიდეს ჯიბეში?

სადაც მივიდნენ, ყველგან ერთი და იგივე პრობლემა – უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა!”, – წერს მეფარიშვილი.

გუშინ, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას მთავრობის მეთაურმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.