“მამა რომ შვილს გულისცემას უმოწმებს…როცა ცოლი ნანგრევებში რჩება… ჩემი ხელით გამოვიყვანე შვილები” – მამის ტრაგედია და ფოტო, რომელმაც საზოგადოება შეძრა

“მამა რომ შვილს გულისცემას უმოწმებს…როცა ცოლი ნანგრევებში რჩება… ჩემი ხელით გამოვიყვანე შვილები” – მამის ტრაგედია და ფოტო, რომელმაც საზოგადოება შეძრა

დიდ დი­ღომ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რომ­ლის ფო­ტომაც სოციალური ქსელი შეძ­რა, ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. სამწუხაროდ იმედის კლინიკაში გარდაიცვალა მისი 4 წლის ძმა.

აფეთქება ფირალიშვილების ოჯახში მოხდა. გარდაცვლილებს შორისაა ბავშვების დედაც

ასე­ვე რთულია მისი ძმის მდგო­მა­რე­ო­ბაც. ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნაცხა­დეს, სა­დაც და­შა­ვე­ბუ­ლი და-ძმა, ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი. ხოლო ბავ­შვე­ბის ძმა ცოტა ხნის წინ “იმე­დის” კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

აფეთ­ქე­ბა სწო­რედ ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბის დე­დაც არის. ოჯახში იმყოფებოდა ქალის დაც, რომლის მდგომარეობა მძიმეა.

ფოტო, რომელმაც ფეისბუქი მოიცვა, ბავშვების მამა ფრიდონ ფირალიშვილია აღბეჭდილი, როგორც თავად მამა აცხადებს, მან შვილები საკუთარი ხელით გამოიყვანა.

“დიდები უნდა ვუცვლიდეთ წლებს იმ პატარებს რომლებსაც ბრძოლის უნარი არ გააჩნიათ, სიკვდილთან ბრძოლის…

ამ სამყაროში ყველაზე მეტად სიცოცხლე მიყვარს, მაგრამ როცა ის პატარა “ნასკებიანი”, მაისურმოხეული, თმაგაწეწილი, დამტვერილი ბავშვები სიკვდილს ებრძვიან, სიყვარულიც აღარ არსებობს.

მამა რომ შვილს გულის ცემას უმოწმებს, როცა ახალგაზრდა ცოლი ქმარს ნანგრევებში დარჩა, როცა ჯოჯოხეთი ისე ნახე რომ გააზრებაც ვერ მოასწარი, არ ვიცი ამ დროს სამართალი სად არის, ან ჩვენ სად ვართ, რას ვაკეთებთ, რაზე ვდარდობთ…

გადარჩენილებმა მაინც უნდა ისუნთქონ, აღარ შეიძლება, ღმერთო გეძებთ და გიპოვით იმედია…” , – წერს ლევამ ფანცხავა “ფეისბუქის” გვერდზე.