“თავზარდაცემული ვარ…”

“თავზარდაცემული ვარ…”

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ოთარ ჩრდილელი “ფეისბუქის” გვერდზე წერს:

“მეგობრებო, თქვენსავით თავზარდაცემული ვარ და უდიდესი მწუხარებით ვიზიარებ, დიდ დიღომში მომხდარ საზარელ ტრაგედიას

მთელი ერი ვლოცულობთ-გარდაცვლილთა სულებისათვის და დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისათვის...”, – წერს ჩრდილელი.

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ 16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რომელსაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია. დაშავებულები გადაყვანილი არიან საავადმყოფოებში და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება.