“ძალიან ტეხავს და მორჩით პოზიორობას!”

“ძალიან ტეხავს და მორჩით პოზიორობას!”

“ყველაზე სამარცხვინო რაც გვჭირს სწორედ ეგაა! – თვითგვემის იდიოტური მოდაა ქვეყანაში, მორჩით პოზიორობას! პრობლემები მისახედია! და ერი აქ არაფერ შუაშია!” – ამის შესახებ ჟუნრალისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

“არ შეიძლება ნებიმისმიერი ტრაგედია ქვეყნის, ერის, ხალხის სალანძღავად და საგინებლად გამოიყენოთ! არ შეიძლება! არ შეიძლება! არ შეიძლება! არა! ყველაზე სამარცხვინო რაც გვჭირს სწორედ ეგაა! – თვითგვემის იდიოტური მოდაა ქვეყანაში! ამერიკაში ქუჩაში დაყრილ უსახლკარო მათხოვრებს ამერიკის დროშები აქვთ შემოხვეული და ისე სძინავთ! ჩვენ კი ოდნავ რამე პრობლემას შევნიშნავთ თუ არა იმ წამს ერს, ხალხს, სამშობლოს თავზე ვა***თ! ტეხავს! ძალიან ტეხავს! მორჩით პოზიორობას! პრობლემები მისახედია! და ერი აქ არაფერ შუაშია!” – წერს სვანიძე.

გუშინ, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ფასადზე 17 იანვრის 00.00 საათზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.​