“ბოდიში ყველასთან …”

“ბოდიში ყველასთან …”

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დიღომში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

“ამ დროს სამძიმრის სიტყვებიც ზედმეტია… ეს ტრაგედია ჩემს სამაჟორიტარო ოლქში ხდება და ბოდიში ყველასთან იმისთვის, რომ არ ვარ საქართველოში და ადგილზეც ვერ მივდივარ.

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ძალიან მოკლე დროში დადგინდეს შემთხვევის გამომწვევი მიზეზები!

ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს.

ჯანმრთელობას ვუსურვებ დაშავებულ ადამიანებს, ჩვენ მათ გვერდით ვართ!”, – წერს მდინარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.