"დღეს, ჩვენი ოჯახის წევრები დავკარგეთ..." - მამა ანდრია დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე

დიდ დიღომში გაზის აფეთქების შედეგად მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ადამიანების, მათ შორის 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვრეპლა მღვდელმონაზონი ანდრია სარია ეხმაურება:

"მთელი ერი განვიცდით და ვიზიარებთ დანაკლისს! მწუხარება, ტკივილი და შიში ერთდროულად გიპყრობს! ადამიანი სიკვდილს საიდანაც არ ელი სწორედ იქ გისაფრთდება: აფეთქება, ღორის გრიპი, ავტოკატასტროფა, ყაჩაღობა და ა.შ. ნებისმიერი სიცოცხლის წამი შესაძლებელია შეჩერდეს, მაგრამ ყველაზე უმძიმესია, როდესაც გაუფრთხილებლობით ხდება. დღეს, ჩვენი ოჯახისწევრები დავკარგეთ..." - წერს მამა ანდრია.