ამერიკაში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი მანუჩარ პირველი საქართველოში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელიში პოსტს ავრცელებს.
"გასკდა გული! წუხელ ქუთაისში დაღუპული სამი ახალგაზრდის დაღუპვას ვგლოვობდი. რა ცუდად დაიწყო ეს წელი-მეთქი, ვფიქრობდი, და თურმე სად ხარ?
დიახ, ეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ბრალია, მკაცრი რეგულაციები რომ არ არსებობს და ვისაც ეპრიანება, ყოველგვარი სერთიფიცირების გარეშე ამონტაჟებენ "სიკვდილის იარაღებს" ჩვენს სახლებში, საძინებლებში.
მე რომ ძვირი გადავიხადო და სპეციალისტს დავამონტაჟებინო ეს გამათბობლები თუ ელსადენები, დაზღვეული მაინც არ ვარ - ჩემი მეზობელი დაზოგავს ფულს და ნათესავს დაიხმარს, რომელიც "იაფად" და სრულებით "შეცდომით" გაზის მილს სასმელ წყალს შეუერთებს;
დააყენებს გამათბობელს და გამონაბოლქვს სადარბაზოში გაუღებს პირს;
ტონიან თუ ორტონიან წყლის ბაკებს სადარბაზოს თავზე დამიკიდებს და სულ შიშში უნდა ვაფრთხილებდე შვილებს, ეზოში ჩასვლისას სწრაფად გაეცალონ სადარბაზოს;
ასე მგონია, სამოქალაქო შეგნება უნდა გაიზარდოს, მოქალაქეთა ჯგუფები უნდა შევქმნათ (კანონიც უნდა გვაძლევდეს ამის საშუალებას), თუნდაც ჩვენ, ემიგრანტებმა, საკანონდებლო ინიციატივებზე ვიმუშავოთ და მივმართოთ პარლამენტს.
ის, რაც ემიგრაციაში ცხოვრებით ვისწავლეთ და რაც კარგია, სწრაფადვე უნდა დავნერგოთ ჩვენს სამშობლოში, თორემ - სიკვდილის კალო ტრიალებს ჩვენს თავს", - წერს მანუჩარ პირველი.