უდიდესი ტრაგედია და დაშვებული სახელმწიფო დროშები

უდიდესი ტრაგედია და დაშვებული სახელმწიფო დროშები

დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოს პარლამენტის შენობის ფასადზე და მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს.

თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, საქართველოს პრემიერ მინისტრმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.