რას ჰყვება ბავშვის მამა, რომლის ფოტომ

რას ჰყვება ბავშვის მამა, რომლის ფოტომ "ფეისბუქი" შეძრა - გოგონას ძმა და დედა გარდაეცვალა

დიდ დი­ღომ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა, რომ­ლის ფო­ტომ სრუ­ლი­ად "ფე­ის­ბუ­ქი" შეძ­რა, ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. ასე­ვე რთულია მისი ძმის მდგო­მა­რე­ო­ბაც. ამის შე­სა­ხებ  იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნაცხა­დეს, სა­დაც და­შა­ვე­ბუ­ლი და-ძმა, ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბი არი­ან მო­თავ­სე­ბუ­ლი. ხოლო ბავ­შვე­ბის ძმა ცოტა ხნის წინ "იმე­დის" კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

აფეთ­ქე­ბა სწო­რედ ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ბავ­შვე­ბის დე­დაც არის.

"სახ­ლში ახა­ლი მი­სუ­ლი ვი­ყა­ვი, აფეთ­ქე­ბის ხმა გა­ვი­გე, ბავ­შვე­ბის ხრო­ტი­ნის ხმა მეს­მო­და, ჩემი ხე­ლით გა­მო­ვიყ­ვა­ნე ჩემი შვი­ლე­ბი", - აცხა­დებს ბავ­შვე­ბის მამა ფრი­დონ ფი­რა­ლიშ­ვი­ლი Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას.

მისი თქმით, აფეთ­ქე­ბის დროს მათ­თან ოჯახ­ში სტუმ­რად მისი მე­უღ­ლის დაც იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ის­თვის მძი­მეა.

ფი­რა­ლიშ­ვი­ლე­ბის მე­ზობ­ლის ირი­ნა ბაძ­გა­რა­ძის თქმით, გა­ზის მძაფ­რი სუნი კორ­პუს­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იგ­რძნო­ბო­და.

"დღის გან­მავ­ლო­ბა­ი­ში მო­სუ­ლი იყ­ვნენ "ყას­ტრანსგა­ზის" წარმ­მად­გენ­ლე­ბი, და­ათ­ვა­ლი­ე­რეს და წა­ვიდ­ნენ. სხვა არა­ნა­ი­რი ზო­მე­ბი მი­უ­ღი­ათ. იმ­დე­ნად ძლი­ე­რი აფეთ­ქე­ბის ხმა იყო, ვერ აღ­გი­წერთ" - გა­ნა­ცხა­და ბაძ­გა­რა­ძემ.