აფეთქების შედეგად დაშავებულებთან საქართველოს პრეზიდენტი მივიდა

აფეთქების შედეგად დაშავებულებთან საქართველოს პრეზიდენტი მივიდა

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებულთა მოსანახულებლად, იაშვილის კლინიკაში მივიდა საქართველოს პრეზიდენტი, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ კლინიკის დატოვების შემდეგ ისაუბრებს ჟურნალისტებთან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით აფეთქების შედგად დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 5. დაშავებულთა შორის 4 ბავშვია.