დიდ დიღომში იმყოფებიან თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი

დიდ დიღომში იმყოფებიან თბილისის მერი და პრემიერ-მინისტრი

დიდ დიღომში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი და თბილისის მერი. ისინი ადგილზე ეცნობიან მომხდარი აფეთქების დეტალებს, თუმცა მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. ადგილზე ასევე იმყოფება ჯანდაცვის მინისტრიც.

შემთხვევა 1 საათის წინ მოხდა, გაზის გაჟონვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე აფეთქება მოხდა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა და ასევე დაშავდა სამი პირი. გარდაცვლილთა შორის ბავშვები არ არიან, თუმცა არიან დაშავებულები.