“რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე ადამიანი მთელი ცხოვრება მოსამართლედ არჩეული - პატრიარქი ხომ არ არის?

“რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე ადამიანი მთელი ცხოვრება მოსამართლედ არჩეული - პატრიარქი ხომ არ არის?"

"ჩემთვის მართლაც გაუგებარია ეს მოსამართლეების თემა და ვერც ვერავინ ამიხსნა, რატომ უნდა იყოს ერთი და იგივე ადამიანი მთელი ცხოვრება, უვადოდ, მომსამართლედ არჩეული, პატრიარქი ხომ არ არის" - ასე ეხმიანება კინორეჟისორი გოგი თორაძე "ქართულ ოცნებაში" დაწყებულ ახალ დაპირიპისრებას, რომელიც პარლამენტში იმ ჯგუფის შექმნას უკავშირდება, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დაკომპლექტებაზე უნდა იმსჯელოს.

"ყოველდღე ახალ-ახალ თემებს შემოაგდებენ, მერე ხალხი იწყებს მსჯელობას და სულ ამის გარჩევაშია. ერთი და იგივე სახეები, 10-15 კაცი გაუთვებლად, ერთი და იგივე ფრაზეოლოგიით ლაპარაკობს.

"პირადად მე ვერავინ ვერ ამიხსნა, რატომ უნდა იყვნენ ერთი და იგივე ადამიანები მუდმივად არჩეული მოსამართლეებად, პატრიარქი ხომ არ არის?

"არადა, ყველაფერი ამქვეყნად განახლებადია, თუ ადამიანი რომელიც წლების მანძილზე საკუთარ თავს ამოწურავს, ის ნამდვილად ვეღარ იქნება პროდუქტიული, რომელი სფეროც არ უნდა იყოს.

"ამ შიდა კინკლაობამ კი უკვე ისეთი სახე მიიღო, პარლამენტი ცალკეა, მთავრობა ცალკე, რომ იმედი აღარ აქვთ, თანაც მათი საქმიანობა ნულის ტოლია, ამიტომ თვითონ აგვარებენ საკუთარ პრობლემებს.

"ხელოვნებაშიც და ჩემს სფეროშიც - კინომატოგრაფიაშიც ასეა, იმდენი კარგი პროექტები დაგროვდა, რომ ამ გაურკვეველი მდგომარეობის და შიდა კინკლაობის გამო, საქმე წინ ვერ მიდის, ჩვენ თითონ გვიწევს პრობლემების მოგვარება; არადა ისეთი პროექტებია, რომელიც ჩვენს ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით სახელს გაუთქვამდა"- განაცხადა გოგი თორაძემ.