„გიორგი ვაშაძე თუ არ იცი ვინაა, თავს ბედნიერად რანაირად თვლი-თქო?“

„გიორგი ვაშაძე თუ არ იცი ვინაა, თავს ბედნიერად რანაირად თვლი-თქო?“

სოციალური ქსელის მომხმარებელი ივა გრუზინსკი ფეისბუქის პირად გვერდზე  წერს:

„შვედი მეგობარი მყავს, გუსტავი. ყოველ წელს ვეპატიჟები, ჩამოდი, გაჩვენო ნამდვილი სამოთხე დედამიწაზე-თქო (შვედეთიც ძალიან დახატული ქვეყანაა) და ჯერ ვერ მოახერხა. 2027-მდე მაქვს ყველაფერი დაგეგმილიო;)

იმ დღეს, შობა მომილოცა და მითხრა, შვედეთი ყველაზე ბედნიერ ქვეყანად გვაღიარესო.

საიდან დაასკვენი, რომ ბედნიერები ხართ-თქო?

საიდანო და:

  1. 4 სამუშაო დღე გვაქვს კვირაში.
  2. 2-3 წელში, ფიზიკურად არ იარსებებს ფული, მხოლოდ პლასტიკური ბარათები გვექნებაო.
  3. მშპ თითოეულ მოქალაქეზე $50 ათას სცდებაო.

გილოცავთ-თქო! აბა სხვა რა უნდა მეთქვა, გულზე გახეთქილს?

თქვენ როგორ ხართო?

რა ვიცი, ჩვენი მთავრობაც მუშაობს ბედნიერების ინდექსის გასაზრდელად-თქო:

შობას, ახალი წელს და აღდგომას, ორჯერ აღვნიშავთ.

ფული, ჩვენ კაი ხანია აღარ გვაქვს. პლასტიკურ ბარათებზეც უარი ვთქვით. მხოლოდ ნისიებით ვცხოვრობთ.

მშპ-ს ინდექსი არც კი გვაინტერესებს, ისეთი ბედნიერები ვართ.

ა, ხო, საახალწლოდ, მთავრობამ ყველას დაგვიფარა კრედიტი და ახლ წელს ვალმოხდილები შევხვდით-თქო.

და კიდევ, ყოველ დღესასწაულზე გიორგი ვაშაძე პირადად გვიგზავნის მოლოცვას-თქო.

ეგ ვინააო?

გუსტავ, გიორგი ვაშაძე თუ არ იცი ვინაა, თავს ბედნიერად რანაირად თვლი-თქო?

ბოდიში, ნაღდად არ ვიციო.

აბა, თქვენ იუსტიციის სახლიც არ გექნებათ-თქო.

არ გვაქვსო.

ხოდა, ჩემო გუსტავ! სპერვა პადუმაი, ა პატომ გავარი-თქო და მიმინოს ლინკი ჩავუგდე.

დღეს მომწერა: ზაფხულში დაახლოებით რა ღირს სასტუმროებიო?

მთელ მსოფლიოში არსებობს დღეასწაულები: შობა, ახალი წელი, აღდგომა და ა.შ.

ჩვენ გვაქვს: შობები, ახალი წლები, აღდგომები, ბედობები, ნინოობები, გიორგობები...

პრეზიდენტის არჩევნებისც კი ორ ტურად, ახალ და ძველ სტილად ჩავატარეთ

ხალხო, ამიტომ გვიპყრობდნენ გამუდმებით არაბები, მონღოლები, თურქები, სპარსები და სხვა უსჯულონი!

მათ, ჩვენი ბუნებრივი რესურსები და კლიმატი კი არ მოწონდათ. უთვალავი დასვენების დღე შურდათ!!!"- წერს ივა გრუზინსკი.