”თვითმფრინავის ბიჭებზე რა იცი, მაშინ ტრუსიკით დარბოდი”

”თვითმფრინავის ბიჭებზე რა იცი, მაშინ ტრუსიკით დარბოდი”

თვითმფრინავის ბიჭებზე რა იცი, მაშინ ტრუსიკით დარბოდი – ამ განცხადებით, მეუფე სპირიდონმა, ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს მიმართა.  სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა, 15 იანვრის ქადაგებაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე გააკრიტიკა. მისი უკმაყოფილება მეუფე პეტრეს განცხადებებმა გამოიწვია იმის შესახებ, რომ “პატრიარქის მწყემსი კეთილობა მითია”.

“80-იან წლებში თვითმფრინავის ბიჭები რომ დახვრიტეს, თემურ ჩიხლაძე იყო (მათ შორის) ძალიან კარგი სასულიერო პირი. პატრიარქს აყვედრიან, არ გამოესარჩლაოიმათო და პარალელს ავლებენ გიორგი მამალაძესთან, აი ნახეთ, არ გამოესარჩლაო. შე უბედურო, შენ მაშინ, ბოდიში და მოკლე შარვლით დარბოდი, ტრუსიკითდარბოდი ქუჩაში, ბავშვი იყავი, რა იცი, მაშინ რა ხდებოდა. შენ იცი გადმოცემით, რაც მაშინ ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ შეთხზა და დღეს ნეობოლშევიკები თავში გტენიან. აი ეს იცი შენ, მეტი არაფერი,”-განაცხადა მეუფე პეტრემ.