“ფულის გულისთვის ყველაფერზე წასვლა შეიძლება, დავშალოთ და მასალად გავყიდოთ ის ტაძრები, ესეც შეიძლება მაგ მიდგომით, არა?”

“ფულის გულისთვის ყველაფერზე წასვლა შეიძლება, დავშალოთ და მასალად გავყიდოთ ის ტაძრები, ესეც შეიძლება მაგ მიდგომით, არა?”

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი,ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

ვაჭრობა და ბიზნესი თუ გინდა, ამისთვის სხვის რელიგიური გრძნობები არ უნდა გამოიყენო და მორჩა. მე ასე მესმის.

თუ გინდა ბიზნესის განვითარება და ეკონომიკის სტიმულაცია, გააკეთე სხვა რამე და გააკეთე სხვაგან! დაილია ადგილები? პრიმიტიული განვითარების ხალხებს ახასიათებთ სწორედ საკუთარი წარსულით და სიწმინდეებით მდაბიო ვაჭრობა, რადგან ვერაფერი ახალი ვერ შეუქმნიათ!

და თუ ასეა, და ფულის გულისთვის ყველაფერზე წასვლა შეიძლება, დავშალოთ და მასალად გავყიდოთ ის ტაძრები, ესეც შეიძლება მაგ მიდგომით, არა?

ნაცვლად იმისა, რომ მაღალი ტექნოლოგიების, განათლების და მეცნიერების ეკონომიკაზე, ფინანსურ სერვისებზე და ზოგადად, განვითარებული საზოგადოების ეკონომიკაზე ვიფიქროთ,ვიოცნებოთ მაინც, დედაარღნიანი, იმაზე ვოცნებობთ, ეკლესიასთან ტურისტებთან მათხოვრობის საშუალება მოგვცენ! მართლა გაგისკდება გული კაცს!

მეც ვამბობ, რა… ერს აზრის გამოტანის პრობლემა აქვს…