უკრაინა საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ელის

უკრაინა საქართველოს საპატრიარქოსა და ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ელის

უკრაინაში ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლების და ეკლესიის ხანგრძლივი დუმილის დარღვევას ელოდებიან. განცხადება ამის შესახებ დღეს რადას დეპუტატმა და ეკლესიის წარმომადგენლებმა გააკეთეს.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ვიქტორ ელენსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართულმა ეკლესიამ პოზიცია დააფიქსიროს. დეპუტატი ასევე ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი მადლობელი იქნება თუ საქართველოს მთავრობა მათ ავტოკეფალიის მიღებას მიულოცავს.

ვიქტორ ელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის შანტაჟს ქართული ეკლესია არ უნდა წამოეგოს.

„ჩვენ ვნახეთ მასშტაბური ზეწოლის მცდელობები მსოფლიო საპატრიარქოზეც და ზოგადად მართლმადიდებლურ ეკლესიებზე. მიზანი იყო არ დაეშვათ უკრაინის ავტოკეფალია. რა თქმა უნდა, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან და სხვებისგანაც ველით მხარდაჭერას. ველით, როდის მიიღებს ქართული ეკლესია გადაწყვეტილებას, როდის მიაღწევენ კონსესუსს. რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი მილოცვა მადლიერებით იქნებოდა მიღებული უკრაინელი მხარის მიერ. ვფიქრობ, რომ რუსეთი აშანტაჟებს ქართულ ეკლესიას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ეკლესიებით. მაგრამ ჯერ კიდევ შარშან, მაღალი სასულიერო იერარქიის წარმომადგენლებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ არ წამოეგონ რუსეთის შანტაჟს, არ აყვნენ მათ მუქარას. უკრაინაში ძალიან დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს და ძალიან აფასებენ თავად საქართველოს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ეკლესიის და საქართველოს მთავრობის პოზიციაც. პოლიტიკურის გარდა არ არსებობს არც ეკონომიკური და არც სამართლებრივი საფუძველი, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი არ დავუჭიროთ. სხვათა შორის, როდესაც ქართულმა ეკლესიამ გამოაცხადა ავტოკეფალიის შესახებ, რუსი ეპისკოპოსები მაშინაც წინააღმდეგნი იყვნენ,“ - განაცხადა ვიქტორ ელენსკიმ.

საქართველოს საპატრიარქოს და ხელისუფლებას ამ დრომდე არ დაუფიქსირებიათ პოზიცია უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობის წევრები, პირველ რიგში ქართული ეკლესიის გადაწყვეტილების გამოცხადებას ელიან, რის შემდეგაც საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ.

პოზიციის ღიად დაფიქსირებისგან თავს იკავებს ასევე საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც Twitter-ზე დაწერა, რომ საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებას ელოდება.

Maverick საქარველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მის მწყემსმთავარს უკრაინის ბართლომეოსის მიერ ტომოს მინიჭებული მართლმადიდებული(?!) ეკლესიის პოლიტიკურ რელსებზე ვერც უკრაინის რადა და ვერც რუსეთის დუმა გადაიყვანს.
უკრაინეზე არანაკლები გადავიტანეთ 1990 წლიდან დღემდე, მაგრამ არ მახსოვს უკრაინის რადას გულდათუთქული თანადგომა და განცხადებები, ასევე, არაფერი მახსენდება აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებთ საქართველოსადმი მხარდაჭერაზე...
5 წლის უკან