3 დღით დაკეტილი ჯვრის მონასტერი - წინამძღვარი მამა კონსტანტინე მიზეზებს

3 დღით დაკეტილი ჯვრის მონასტერი - წინამძღვარი მამა კონსტანტინე მიზეზებს "კურიერთან" ექსკლუზიური ინტერვიუში განმარტავს

ჯვრის მონასტრის წინამძღვრის, მამა კონსტანტინე ჯინჭარაულის პირველი და ექსკლუზიური კომენტარი - სამ დღიანი პროტესტის შემდეგ, მამა კონსტანტინე ჯინჭარაული მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას აკეთებს.

ჯვრის მონასტრის წინამძღვარი, ”კურიერთან” იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც უპრეცედენტო გადაწყვეტილება.

სასულიერო პირის თქმით, 2 წლის განმავლობაში ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხელისუფლების მხრიდან ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვდნენ, თუმცა პასუხად უმოქმედობას იღებდნენ. იღუმენის თქმით, ის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძესაც შეხვდა, თუმცა პრობლემა ისევ მოუგვარებელი დარჩა.

მამა კონსტანტინე ჯინჭარაული, გარე მოვაჭრეების ბრალდებებსაც უარყოფს, თითქოს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მას ვაჭრობის მხრივ რაიმე ინტერესი ჰქონდა. 

„21 წელი აქ ვარ ხო? ეგ რომ მდომოდა, ჩვენ ვერ გავაკეთებდით? გავაკეთებდით 10-ჯერ უკეთეს შენობა-ნაგებობებს და სადაც იქნებოდა კაპიტალურად ყველაფერი. მაგის ინტერესი რომ მქონდეს. გადაწყვეტილების მიღება რომ მოხდა, მე მორჩილებს ვუთხარი, თუ რამეს გკითხავენ, თქვენი პასუხი იქნება „დაკეტილია ტაძარი, მიზეზი ამ ტაძრის დაკეტვისა იცის მცხეთის მერმა.“ რატომ მიგვიყვანეს მაგ ზომამდე? მიღებული ფორმით ვთხოვდით 2 წელი, რომ ეს გაეკეთებინათ. ამბობს ახლა მცხეთის მერი, კაპანაძე, მაბრალებენო. კი არ ვაბრალებთ, უმოქმედობას ვაბრალებთ. კი არ ვაბრალებთ, ეგრეც არის. ვიყავით პრემიერ მინისტრ კვირიკაშვილთან, ინფრასტრუქტურის მინისტრ ალავიძეს დაურეკა მაშინ, უთხრა რომ ეს პრობლემა ჯვრის მონასტერზე მას ეხებოდა და რაღაც უნდა ვიღონოთო, გავაკეთოთო, რომ იქ მოწესრიგდეს. მაგრამ ვერაფერიც ვერ მოწესრიგდა,“ - აცხადებს მამა კონსტანტინე ჯინჭარაული.

მოურავი ეს ტაძრები დ მონასტრები, სამღვდელოებამ სავაჭრო ცენტრებად სა საკუთარ შპს-ებად აქცია,
5 წლის უკან