სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს – არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას

სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს – არ ვურჩევდი ამ ტონში საუბრის გაგრძელებას

დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც მოსამართლე შეიძლება პოზიციას აფიქსირებდეს – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

„მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩევის სახით ვუთხრა, რომ ასეთი განცხადებები მათ დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს და მათ სახეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს. კარგად დაფიქრდნენ, ეს განცხადებები მათ ეხმარებათ თუ პირიქით – ხელს უშლის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უშლის ხელს და დამატებით ზიანს აყენებს იუსტიციის საბჭოს. ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.