”სახელმწიფო მეწველი ძროხა არაა, წინააღმდეგი ვარ იმ დახმარების რომელმაც საზოგადოების ნაწილი იმპოტენტად აქცია”

”სახელმწიფო მეწველი ძროხა არაა, წინააღმდეგი ვარ იმ დახმარების რომელმაც საზოგადოების ნაწილი იმპოტენტად აქცია”

“სანამ სხვის შეცვლას დაანონსებთ, ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ! “, – ამ პოსტს უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალური ქსელის გვერდზე წერს.

”პრობლემა ჩვენშია – საზოგადოებაში და სწორედ ამ საზოგადოების რიგებში არიან ისინი ვისი შეცვლაც გინდათ! ასე რომ სანამ მენტალობა არ შეიცვლება მანამდე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება! განსაკუთრებით ეს იმ კატეგორიას ეხება სოციალურის 50 ლარი თუ არ ვცდები რომ ურჩევნია 300/400 ლარიან ხელფასს!

ჯერ საკუთარი თავი შეცვალეთ და მერე გაიშვირეთ თითი სხვისკენ, სახელმწიფო მეწველი ძროხა არაა და მე საერთოდ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ ამ დახმარებების რომელმაც საზოგადოების ნაწილი იმპოტენტად აქცია და გააზარმაცა!

მეტი დახმარება კი არ უნდა ინატროთ, სამუშაო ადგილების შექმნა უნდა ინატროთ რომ ხავსი არ მოგეკიდოთ უსაქმურობისგან! ყველას არ ეხება მაგრამ ბევრია ვისაც ეს ეხება!”, – წერს ინგა ბერიკაშვილი.