“ასე ემართება ყველას, ვისაც ჰგონია, რომ მაგრად “ღადაობს”…

“ასე ემართება ყველას, ვისაც ჰგონია, რომ მაგრად “ღადაობს”…

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხს კიდევ ერთხელ, ამჯერად მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით  გამოეხმაურა და მისი პოზიცია კიდევ ერთხელ მოკლედ განმარტა.

„ჩვენი ქვეყნის წარსული ისტორიის გათვალისწინებით, პიროვნულად, ჩემთვის ადვილი იქნებოდა უკრაინელებისთვის მათი ეკლესიის დამოუკიდებლობა მიმელოცა, მაგრამ როგორც პრეზიდენტს დიდი პასუხისმგებლობა მეკისრება. თუ საქართველოს საპატრიარქო ფრთხილობს გარკვეული მოსალოდნელი შედეგების გამო, მე არ შემიძლია კიდევ უფრო მეტად დავამძიმო სიტუაცია“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

პრეზიდენტის პოზიცია “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკაზმით შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ:

“ერთმა გონიერმა ადამიანმა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საგარეო სფეროში, მითხრა, რომ საქართველოს რეალური პრეზიდენტი ლაშა ჟვანია იქნებაო. თავიდან სკეპტიკურად ვუყურებდი ამ აზრს, მაგრამ ვრწმუნდები, რომ სწორი იყო.

ნურავის გაგვიკვირდება, თუ ქალბატონი სალომე სააღდგომოდ წმინდა ცეცხლს ჩამოგვიტანს იერუსალიმიდან. ლაშასთან ერთად, რა თქმა უნდა”, – დაწერა “ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტის დეპუტატმა.

რომან გოცირიძის ამგვარ პოზიციას კი ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი ეხმაურება:

“ამ კაგებეს არშემდგარი კონფიდენტისთვის წმინდა არაფერი არსებობს! ეს თემა – წმინდა ცეცხლის იერუსალიმიდან ჩამოტანა – საღლიცინოა?!

ასე ემართება ყველას, ვისაც ჰგონია, რომ მაგრად “ღადაობს”, სინამდვილეში კი სულით მასხარაა!”, – წერს მძინარაშვილი “ფეისბუქის” გვერდზე.