კალაძის

კალაძის "მელკი ჟულიკობა" - ISUDZU-ს მარკის ავტობუსები, იგივე "ყვითელი ავტობუსებია“

დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის მიერ ახალი ავტობუსების შემოყვანას ეხმაურება. უგულავას თქმით, კალაძე მოსახლეობას ატყუებს და ISUDZU-ს მარკის ავტობუსები, იგივე ყვითელი ავტობუსებია.

"მიხარია, რომ თბილისში მერიას ახალი ავტობუსები შემოყავს. ამასთანავე, არ მომწონს "მელკი ჟულიკობა", რასაც მერია მიმართავს. ჯერ მერი ნარმანია და შემდეგ კალაძე თავს MAN -ის ავტობუსებით იწონებდნენ. შეუკვეთეს ლურჯი ფერი, პოლიტიკური გემოვნების აღსანიშნავად. აბა ახალ ავტობუსს ვინ დაიწუნებდა, მითუმეტეს მანის ტიპისას. თუმცა მაშინვე ცხადი იყო, რომ ეს ძალიან ძვირი სიამოვნება იყო და თბილისის ბიუჯეტი ვერ გაქაჩავდა. ახლა ISUDZU-ს მარკის ავტობუსებია შეკვეთილი. ძალიან კარგი! მაგრამ ისიც ვუთხრათ ხალხს, რომ ეს იგივე ყვითელი ავტობუსებია (ცხადია ახალი), რომელსაც ISUDZU უკრაინულ ბოგდანთან ერთად აწარმოებს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრისთვის. ცუდი კი არააა, კარგია! უბრალოდ თქვი, რატომ მალავ? - მხოლოდ იმიტომ, რომ უპასუხისმგებლოდ ლანძღავდი "ყვითელ ავტობუსებს", რომელიც უბრალოდ დაძველდა, უკვე ათი წლისაა. ასე რომ,  მოვეშვათ ვირეშმაკობას, საქმე სწორად ვაკეთოთ და დამერწმუნეთ, დაუნახავიც არავინ იქნება“, - წერს "ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისში მიმდინარე წლის განმავლობაში ISUDZU-ს მარკის  220  თანამედროვე ტიპის ავტობუსი შემოვა, რომელიც დედაქალქის ბიუჯეტს 69 მილიონი ლარი დაუჯდება.