გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს

გაგრაში რუსი ბიზნესმენი ააფეთქეს

გაგრაში რუსი ბიზნესმენი აფეთქების შედეგად დაშავდა. ბიზნესმენის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, შემთხვევა გუშინ მოხდა.

რუს ბიზნესმენს ხელში სწორედ ის პაკეტი აუფეთქდა, რომელიც საკუთარ ავტომობილში იპოვნა.