14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის გატაცების კვალი ძალოვანი მაღალჩინოსნებისა და პარლამენტარებისკენ მიდის?

14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის გატაცების კვალი ძალოვანი მაღალჩინოსნებისა და პარლამენტარებისკენ მიდის?

გაზეთი "ვერსიის" ინფორმაციით, 14 წლის წინ, გორიდან ზაქრო ბერძენიშვილის გატაცების კვალი მოქმედი ძალოვანი მაღალჩინოსნებისკენ და პარლამენტარებისკენ მიდის.

„ჩვენი ინფორმაციით, გამოძიება ჯიუტად ცდილობს ნებიერიძისგან დამატებითი ჩვენება მიიღოს დაა ზაქრო ბერძენიშვილის საქმეც გახნას. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბერძენიშვილის საქმეში შესაზლოა, ის პირები იყვნენ გარეულნი, რომლებიც დღეს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობენ და შესაბამისად, ნებიერიძის ჩვენება ორმაგად საინტერესო იქნება. ამ ვერსიის პარალელურად, გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთ სამუდამო პატიმარობამისჯილ პატიმარზე. ამბობენ, რომ შალვა აბულაძე, იგივე „შალალო", რომელსაც პოლიციელების მკვლელობისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, ალაპარაკდა და ხელს არამარტო მოქმედი ძალოვანი მაღალჩინოსნებისკენ, არამედ მოქმედი პოლიტიკოსებისა და პარლამენტარებისკენ იშვერს.

ჩვენი ინფორმაციით, აბულაძე უკვე რამდენჯერმე დაიკითხა და ისევ ვიმეორებთ, ძნელად სავარაუდოა, სამართალდამცავებს როგორც მისთვის, ისე ნებიერიძისთვის რაიმე ჰქონდეთ შესათავაზებელი" - აღნიშნულია სტატიაში.