“ტყავზე გრძნობს ამინდის ცვლილებას…”

“ტყავზე გრძნობს ამინდის ცვლილებას…”

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა მცხეთის ჯვრის მონასტრის დაკეტვასთან დაკავშირებით "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"მე-6 საუკუნიდან დღემდე მცხეთაში ჯვრის მონასტრის დაკეტვა ვერავინ, თვით შემოსეულმა მტრებმაც ვერ გაბედეს და ეს შეძლო ერთმა ჯიპიანმა მამაომ გარე მოვაჭრეებთან წილების მოთხოვნის მოტივირებით. გამახსენდა კაზანტიპის ნარკოფესტივალზე რომ ითხოვდნენ ღვთისმსახურნი წყალი გაგვაყიდინეთ და შეგეშვებითო. სამარცხვინოა. ეს ერთი გამოვლინებაა იმ ვერცხლთმოყვარეობის, რაც ამ ინსტიტუტის თავს ტრიალებს. აბამ რით შეიძლება, აიხსნას მაშ დუმილი, როდესაც ბანდიტმა ძმებმა შარანგიებმა კაზინო ზედ საპატრიარქოს გვერდით, სიონიდან რამდენიმე მეტრში გახსნეს და მამაოები ერთსულოვნად დადუმდნენ, ახლა კი ირკვევა, რომ კულტურის ძეგლს თურმე მარტო გათოშილი გარე მოვაჭრეები ამახინჯებენ. გაქანებული გარე ვაჭრობა მიდის ვატიკანში, ნოტრ-დამთან, ვენის შტეფელის და მილანის ღვთისმშობლის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძრებთან და არავის გაუყრია მომლოცველები ამის გამო, ან თუნდაც ალავერდელი ბიძინისტი ეპისკოპოსი რად ღირს, რომელმაც მთელი ღვინის ქარხნები და ასეულობით ჰექტარი ვენახები დაითრია. მოკლედ, ან ჩვენი ღვთისმსახურნი გავლენ ბიზნესიდან და პოლიტიკიდან ან ღმერთი გავა მათგან თუ უკვე გასული არ არის. ხალხში ათეიზმს ბოლშევიზმი კი არა, თვითონ ხარბი ღვთისმსახურნი იწვევდნენ ყოველთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ გზას ადგანან. იმედია, ღმერთი დაგვიფარავს "- დაწერა ნათელაშვილმა.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის განცხადებას, სოციალურ ქსელში "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სარკაზმით ეხმაურება:

"ადრე ვიხუმრე, მაგრამ ამის პანკობის მართლა კი არ მჯერა - სტაჟიანი პოპულისტია და ტყავზე გრძნობს ამინდის ცვლილებას. თან ადგილზეა, სააკაშვილისგან განსხვავებით", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე"