"რუსთაველის" მეტროდან ლომები გაქრა - რას აცხადებენ მერიაში

რუსთაველის მეტროსადგურის დარბაზში, სვეტებზე მიმაგრებული ლომები ჩამოხსნილია. ამის შესახებ ინფრომაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

„ეს არის თბილისის მეტროპოლიტენი, სადგური რუსთაველი, აი აქ იჯდა ოქროსფერი, სავარაუდოდ ბრინჯაოს ლომები, საუკეთესო ნახელავი, როგორც მეგობარი მატყობინებს ამჟამად გამქრალია, იმედია დროებით, იმედია ის არ განმეორდება რაც ძველად თბილისის ყველა მეტრო სადგურში მოხდა, უნიკალური სანათები რომ დაიტაცეს"- წერს ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია.

მერიის ინფორმაციით, ლომების ნაკეთობები, რომელიც რუსთაველის მეტროს სვეტებზე იყო მიმაგრებული გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად ჩამოიხსნა და თავის ადგილს სავარაუდოდ კვირის ბოლოს დაუბრუნდება.