ოპონენტების მცდელობა, აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ნაჩქარევად გამოეხმაუროს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას,  პროვოკაციული ნაბიჯია

ოპონენტების მცდელობა, აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ნაჩქარევად გამოეხმაუროს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას,  პროვოკაციული ნაბიჯია

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს, რომ ოპონენტების მცდელობა, დაამუნათონ და აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, რომ ნაჩქარევად გამოეხმაუროს უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, არის პროვოკაციული ნაბიჯი. წინა ხელისუფლების პირობებში დაიკარგა ტერიტორიები და მოქმედმა ხელისუფლებამ არ უნდა დაკარგოს ეპარქიები.

,,თავის დროზე, სააკაშვილის ხელისუფლებამ არ აღიარა  კოსოვო იმ მიზეზით, რომ არ შეექმნა პრეცედენტი აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებისთვის. და მაშინ, გაუგებარია, რატომ უკვირთ დღეს ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებს თბილისის ფრთხილი პოზიცია უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში. ასეთი პარალელი ზაზა შათირიშვილისთვის მართებულია: „ეს იგივეა ახლა მაშინდელი ხელისუფლება დავამუნათოთ კოსოვოს არ აღიარების გამო" - აცხადებს იგი

„თავისი პოზიციით, ისე ჩანს, თითქოს ბოკერიას და მის უკან მდგომ ჯგუფს სურს საქართველოს მაქსიმალურად დაეძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთმა აღიაროს ცხინვალისა და აფხაზეთის ეკლესიების დამოუკიდებლობა. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის ამოცანა, სხვა შემთხვევაში, მისი პოზიცია გაუგებარია. თუკი ადამიანი არის მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი, ამ შემთხვევაში გიგა ბოკერია, მაშინ, საეკლესიო საკითხებში, ის უნდა დაემორჩილოს თავის პატრიარქს, თუ ათეისტია, ესეც თქვას, დემოკრატიულ სამყაროში ვცხოვრობთ." - განმარტავს ზაზა შათირიშვილი.