უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას კიდევ სამი პოლიტიკოსი დაემატა

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატთა სიას კიდევ სამი პოლიტიკოსი დაემატა

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კიდევ სამი კანდიდატი დაარეგისტრირა. ესენი არიან: თავდაცვის ყოფილი მინისტრი და პარტია „სამოქალაქო პოზიციის“ თავმჯდომარე ანატოლი გრიცენკო, პარტია „ჩვენების“ ლიდერი ევგენი მურაევი და რადის ვიცესპიკერი ვიტალი კუპრი. ინფორმაციას საარჩევნო კომისია ავრცელებს.

პრეზიდენტობის კანდიდატების რეიტინგის ლიდერად ამ დრომდე „ბატკივშინას“ ლიდერი, იულია ტიმოშენკო რჩება. მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ჯერ არ განუცხადებია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

არჩევნებში კენჭს ასევე იყრიან უკრაინელი კომიკოსი, მანსანკანის ყოფილი მონაწილე ვლადიმერ ზელენსკი, . უმაღლესი რადის დეპუტატი სერგეი კაპლინი და ლვოვის მერი ანდრეი სადოვი.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.