“ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია…”

“ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია…”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დაუშვებელია,  მოსამართლეების შემადგენლობის დამტკიცების საკითხი კიდევ დიდი ხნით გადაიდოს.

მისი თქმით, მოსამართლეების კანდიდატურების საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განიხილავენ და პროცედურა და კრიტერიუმები შემუშავდება, რაც მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა დაცული იყოს და უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა დროულად დაკომპლექტდეს, რადგან 28 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოსამართლე საქმიანობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეები საკუთარ საქმეებზე გადაწყვეტილებას ელოდებიან და ეს დროში გახანგრძლივებულია. დაუშვებელია, რომ მოსამართლეების შემადგენლობის დამტკიცება კიდევ დიდი ხნით გადაიდოს. პოლიტიკური შეთანხმება მიღწეულია, რომ რეგულაციებს ვიმუშავებთ, რაც კრიტერიუმებს მოიცავს. ეს კანონის სახით დამუშავდება და კანონს უკუძალა ექნება. რაც შეეხება სიის გაწვევა-არგაწვევის საკითხს, ეს თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია”, – განუცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებს.