ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია

ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია

რუსეთი მიიჩნევს, რომ ნატო-ს ევროპაში გაფართოების კურსი ცივი ომის პერიოდის გადმონაშთია, რომელიც მცდარ და დესტრუქტიულ სტრატეგიას წარმოადგენს. – ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატო-ს გაფართოების კურსს ცივი ომის პერიოდის გადმონაშთად განვიხილავთ. ეს მცდარი და დესტრუქციული სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიაა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა სერბული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მისივე განცხადებით, NATO – ბალკანეთში თავისი ყოფნის გაძლიერებას ცდილობს.

„ამგვარად კი ისინი უბრალოდ გამყოფ ხაზებს ქმნიან ევროპულ კონტინენტზე და უხეშად არღვევენ უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს. ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, არა სტაბილურობის განმტკიცებას, არამედ ევროპაში დაძაბულობის ზრდას იწვევს“, -ამბობს პუტინი.