რამდენიმე წუთის წინ ჯვრის მონასტერი გაიხსნა

რამდენიმე წუთის წინ ჯვრის მონასტერი გაიხსნა

ჯვრის მონასტერი გაიხსნა - ტაძარი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება ტაძრის წინამძღვარმა მიიღო, მიზეზად კი გარევაჭრობით გამოწვეული ანტისანიტარია დასახელდა.

წერილში, რომელიც ჯვრის მონასტრის საძმომ გაავრცელა ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს.