შოვში თოვლის ფესტივალზე მყოფი 23 წლის ახალგაზრდა გაუჩინარდა - 4 დღეა ყველგან უშედეგოდ ეძებენ

შოვში თოვლის ფესტივალზე მყოფი 23 წლის ახალგაზრდა გაუჩინარდა - 4 დღეა ყველგან უშედეგოდ ეძებენ

ონის მუნიციპალიტეტში კურორტ შოვში დაკარგულ 23 წლის ბიჭს ეძებენ. სამაშველო სამსახურში შეტყობინება 14 იანვარს შევიდა. ახალგაზრდა ბოლოს თოვლის ფესტივალზე 12 იანვარს ნახეს. ფესტივალის ტერიტორიის დატოვების შემდეგ კი აღარავის უნახავს.

სამაშველო სამსახური უკვე მეოთხე დღეა დაკარგულ ბიჭს როგორც ტყეში, ასევე მიმდებარე სოფლებში უშედეგოდ ეძებს.