რა საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბესელია -

რა საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა ბესელია - "მან მოითხოვა უზენაესის უვადო მოსამართლეობა"

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენჯერმე განმარტა, რომ ბესელიას ვიცე-სპიკერად გადაყვანის საკითხი პარტიის სამზარეულოა და დეტალების განხილვას საჯაროდ არ აპირებს. ამ სამზარეულოზე დუმილის უფლებით სარგებლობს თავად ბესელიაც. ის ირწმუნება, რომ მართლმსაჯულების გაჯანსაღებისთვის იბრძვის.

უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილის განმარტებით, ეკა ბესელიამ ჯერ კიდევ 2016 წელს იცოდა, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ის ვეღარ მოხვდებოდა. სანაცვლოდ, მან უზენაესს სასამართლოში უვადო მოსამართლედ დანიშვნა მოითხოვა:

„ეკა ბესელიამ მოითხოვა უვადო მოსამართლეობა და ის ამის შესახებ მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ ლიდერშიფთან აწარმოებდა“ - ამბობს მუხიგულაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას, თუმცა, იქვე არ აკონკრეტებს იმ პირებს, ვისთანაც დეპუტატს ამ თემაზე საუბარი ჰქონდა.

ამასთანავე, უფლებადამცველი მიიჩნევს, რომ ეკა ბესელია „გაბრაზდა მას შემდეგ, რაც შემოტანილ სიაში საკუთარი გვარი არ ამოიკითხა, არადა, ასეთი მოლოდინი ჰქონდა, ამიტომაც, წამოიწყო მთელი ეს ხმაურიანი კამპანია და მიზნის მიღწევას შანტაჟის გზით შეეცადა.“