“რუსთავი2″-ზე ძაან გვინდოდა მისი ხილვა ჩვენს პროექტში, მაგრამ მან აირჩია საზმაუ. ხოდა ისეა როგორცაა”

“რუსთავი2″-ზე ძაან გვინდოდა მისი ხილვა ჩვენს პროექტში, მაგრამ მან აირჩია საზმაუ. ხოდა ისეა როგორცაა”

 “რუსთავი2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

ბევრმა მკითხა და ჯობია საჯაროდ განვმარტო:

“საქართველოს ვარსკვლავი” რ2ის პროექტი იყო წლების განმავლობაში. სამწუხაროდ, ის მოგვპარეს და ახლა საზმაუზე გადის და ძველ ქართულ ფილმებზე ნაკლებ რეიტინგს წერს (2%), რაც რ2ზე 20%ის მქონე პროექტისთვის კატასტროფიული ჩავარდნაა.

ახლა რაც შეეხება შეკითხვას ტრანსგენდერ მონაწილესთან დაკავშირებით. აქ პროექტის მესვეურებს ნამდვილად არ დაურღვევიათ პროექტის წესები. ოქროს ბარათი არ ნიშნავს ათეულში მოხვედრას. მეტიც, ის მეორე ტურში (ე.წ. განხილვის ტური) მოხვედრის გარანტიაც არაა. კიდევ მეტი, შეიძლება ეთერშიც ვერ მოხბდეს, თუ პროექტის გუნდი ასე გადაწყვეტს. ასე რომ, ტრანსგენდერი მონაწილის მხოლოდ არგადასვლა სრულიდ შეესაბამება პროექტის წესებს და არ შეიცავს დისკრიმინაციის ელემენტებს. ამაზე მეტი თუ რამე მოხდა, ჩემთვის უცნობია.

ps ცხადია, ტრანსგენდერი მონაწილის ფინალში გდაყვანას გამბედაობა ჭირდება. სატელევიზიო ინტერესის თვალსაზრისით, მისი არგადაყვანა დიდი შეცდომაა, მით უფრო, რომ ანასტასია პირველი არა მხოლოდ ტრანსგენდერი, არამედ ძალიან კარგი მომღერალია და ნუცას სკოლის გამარჯვებულია. ასე რომ მისი არგადაყვანა “ტელევიზიონშიკური” თვალსაზირისთ კრახია. იგივე პროდიუსერები ამას რ2ზე არავითარ შემთხვევაში არ იზამდნენ. კონკურსანტმაც უნდა იცოდეს სად მიდის და რომელ არხზე. რ2ზე ძაან გვინდოდა მისი ხილვა ჩვენს პროექტში, მაგრამ მან აირჩია საზმაუ. ხოდა ისეა როგორცაა.