ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის ვაჟია

ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი ახალგაზრდა 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის ვაჟია

დღეს ვერაზე დაჭრილი ერთ-ერთი პირი, 30 წლის გიორგი ადუაშვილი, 2013 წელს მოკლული ბიზნესმენის, ანოტონ (ავთანდილ) ადუაშვილის ვაჟია. 2013 წელს ანტონ ადუაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში ზაზიაშვილის ქუჩაზე აღმოაჩინე. "პრაიმტაიმის" ცნობით, ოჯახი მკვლელობის შეკვეთაში მომღერალ სოსო პავლიაშვილს ადანაშაულებდა, რომელთანაც ანტონ ადუაშვილს დიდი ხნის მეგობრობა და საერთო ბიზნეს ინტერესები აკავშირებდა. საბოლოოდ, ანტონ ადუაშვილის მკვლელობის ბრალდებით სამი პირი გაასამართლეს, მათ შორის სოსო პავლიაშვილის სიძე ვახტანგ ჩხაპელია.