“არ მიყვარს, როცა გვატყუებენ… იმედია ჟურნალისტები ჩაეძიებიან და გავიგებთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან…”

“არ მიყვარს, როცა გვატყუებენ… იმედია ჟურნალისტები ჩაეძიებიან და გავიგებთ, ვინ დგას ამ ყველაფრის უკან…”

„აუდიტორია 115“ -ის ყოფილი წევრი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი პარტიის დაარსებას, სახელწოდებით ,,კანონი და სამართალი” აანონსებს.

“ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე თაკო ჩარკვიანი აანონსებს თებერვალში პარტიის დაარსებას, სახელწოდებით ,,კანონი და სამართალი”.

არადა, ან ჩვენ გვატყუებს, ან თვითონაც ვერ გარკვეულა რაღაცებში.

ასეთი პარტია უკვე არსებობს, სახელით ,,სახალხო მოძრაობა – კანონი და სამართლიანობა“, რომლის ხელმძღვსნელია ვინმე შალვა ხაჭაპურიძე.

პარტია დაარსებულია 2001 წლის 14 ივნისს, რეგისტრაციის ნომრით -139.

პარტია არ ყოფილა აქტიური საჯარო სივრცეში და მის დებულებაში ცვლილება ორჯერ შევიდა, ნაცმოძრაობის მმართველობის ბოლო წლებში, 2010 და 2011წელს. რა შეიცვალა ზუსტად ჯერ არ ვიცი, თუმცა საინტერესოა და ჩავეძიები.

რეგისტრაციის მისამართია: ქ. თბილისი, ვარკეთილის მე-4 მ/რ მე-2 რიგი, მე-2 კორპ. ბ. 36

არ მიყვარს, როცა გვატყუებენ ან დებილებად გვთვლიან საზოგადოებას.

ისე როგორც თუნდაც დავით უსუფაშვილმა გააკეთა სულ ახლახანს, შენების მოძრაობა თურმე არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილა და არა პარტია. არჩევნებში კი სხვა პარტიების კვოტით მონაწილეობდა.

იმედია ჟურნალისტები ჩაეძიებიან და გავიგებთ ვისი, შავი დღისთვის შემონახული ჯიბის მკვდარი პარტია ცოცხლდება და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან?“, – წერს კუპრაძე “ფეისბუქის” გვერდზე, პოსტის კომენტარებში კი დასძენს: – “ეგრე იყო ევროპული საქრთველოც და გიორგი ვაშაძის ახალი საქართველოც, მამის სახელზე გაფორმებული ფულის საჭრელი მანქანა – თან ხალხის მოტყუებით ისევ ხალხისვე ბიუჯეტიდან.”