შემიძლია ჩემი პირადი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ გადადგმულია მორიგი ნაბიჯი უკრაინის სუვერენტიტეტის განმტკიცებისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც უკრაინის, როგორც ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და დამოუკიდებლობის გაძლიერებიკენ არის მიმართული, ბუნებრივია, ჩვენთვის მხოლოდ სასიხარულო შეიძლება იყოს. რაც შეეხება ავტოკეფალიასთან და ეკლესიებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეს თავად ეკლესიების საქმეა. შემიძლია ჩემი პარადი დამოკიდებულება და სიხარული გამოვხატო, რომ გადადგმულია მორიგი ნაბიჯი უკრაინის სუვერენტიტეტის განმტკიცებისკენ“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.