ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა სახელმწიფო – ბოკერიას ჭკუის სწავლება ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება

ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა სახელმწიფო – ბოკერიას ჭკუის სწავლება ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება

დეპუტატი ეკა ბესელია უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, დააფიქსირონ ამ საკითხზე თავიანთი პოზიცია და ხელს ეკლესიისკენ ნუ იშვერენ.

„საკითხის ძალიან მაღალი მგრძნობელობის გამო, მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ დაველოდოთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციის გამოხატვას. მე პირადად თავს შევიკავებდი რამე კონკრეტული პოზიციის გამოხატვისგან. ბოკერიას ჭკუის სწავლება ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება. არსებობს კონკორდატი, სადაც წერია, რომ ეკლესიის საქმიანობაში არ ერევა სახელმწიფო და სახელმწიფო საქმიანობაში არ ერევა ეკლესია. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რაც უნდა დავიცვათ. ამიტომ დაველოდოთ საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას. მისი უწმინდესობა არის ყველაზე გონიერი და ბრძენი ადამიანი, რომელიც სახელმწიფოებრივად აზროვნებს და ვნახოთ, როგორი იქნება საპატრიარქოს პოზიცია. ეს არის ძალიან მაღალი მგრძნობელობის საკითხი, ამიტომ მე ამაზე შორს ახლა არ წავიდოდი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.