ეს ხელისუფლება მთხლეა

ეს ხელისუფლება მთხლეა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ჯვრის მონასტრის დაკეტვაში ხელისუფლებას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

“რომელიღაც მამაო რომ ისტორიულ ძეგლს კეტავს, იქ არც ტურისტებს უშვებს და არც მომლოცვლებს, რადგან თურმე გარე მოვაჭრეების გაყრა უნდა და ამაზე ხელისუფლება ხელებს ასავსავებს, მე რა შუაში ვარო, ის ხელისუფლება კი არა  - მთხელეა!

ვინ გადასცა საკუთრებაში წინამძღვარს ჯვრის მონასტერი?!” – წერს  მეტრეველი.

შეგახსენებთ, ჯვრის მონასტერი მეორე დღეა, დაკეტილია. ტაძარში ვერც მომლოცველები შედიან და ვერც ტურისტები.  მონასტრის დახურვის გადაწყვეტილებატაძრის წინამძღვარმა კონსტანტინე ჯინჭარაულმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირი იმუქრება, რომ ტაძარს მანამდე არ გახსნის, ვიდრე მიმდებარე ტერიტორიას გარე მოვაჭრეები არ დატოვებენ. 

გარე მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ დახლების დადგმა, ჯვრის მონასტრის წინ სასულიერო პირებს თავად სურთ.