„საეკლესიო პირებს სამართლებრივად მონასტის დახურვის უფლება აქვთ,“

„საეკლესიო პირებს სამართლებრივად მონასტის დახურვის უფლება აქვთ,“

„არსებობს კონსტიტუციური შეთანხმება ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის, რომლითაც აღიარებულია, რომ ეკლესია-მონატრები საპატრიარქოს საკუთრებაა. გადაცემა და რეგისტრაცია უკვე შესაბამისი ადმინისტრაციული კანონის გათვალისწინებული წესით ხდება.

„ამ საკუთრებით სარგებლობისა და ფლობის წესები მესაკუთრის კომპეტენციაა, ისევე, როგორც სხვა შემთხვევა, რაც გარანტირებულია სამოქალაქო კონტექსტით. ამ შემთხვევაში მისი უფლებამოსილების კანონში შესაბამისობა ეჭვქვეშ ვერ დადგება," - მცხეთაში, ჯვრის მონასტრის დახურვის საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლევან ალაფიშვილი ასე აფასებს.

მცხეთაში ჯვრის მონასტერი სასულიერო პირებმა დაკეტეს და არცერთ მომლოცველს მონასტერში არ უშვებენ.

საქართველოს სახელმწიფოსა და მართმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, საეკლესიო პირების ეს გადაწყვეტილება, რამდენად არის კანონის დარღვევა? მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ეს არა უბრალოდ მოქმედი მონასტერი, არამედ განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ისტორიული ძეგლია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „რეზონანსი"იურისტს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა. მისი თქმით, საეკლესიო პირების ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული ხელშეკრულება არ დარღვეულა და კანონით, მათ უფლება აქვთ მონასტრებში შეშვება-არშეშვების საკითხი ვინმესთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტონ, რადგან ამ შემთხვევაში მესაკუთრე საპატრიარქო გახლავთ.

„შესაძლოა მე ვცხოვრობდე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ აღნუსხულ სახლში, მაგრამ ის ჩემი საკუთრებაა და მე შეგვიძლია შევუშვათ, ან არ შევუშვათ ვინმე ყოველგვარი თანხმობის გარეშე კულტურის სამინისტროსთან.

„ჩვენი სამინისტროსგან და მისი სააგენტოსგან თანხმობა გვინდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი კულტურული მემკვიდრეობის სტილს შევცლით, ანუ სახელს შევუცვლით, დანგრევას დავაპირებთ, რესტავრაციას დავუპირებთ, ან ისეთ საქმიაონობას ვეწევით, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას. კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში ერევა სახელმწიფო," - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.