"პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას" - სერგეენკო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მინიჭებაზე

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე "პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას".

„ამაზე ღრმა კომპეტენტური პასუხის გაცემა გამიჭირდება. მეც იგივე აზრის ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, რომ ამაზე პირველი სიტყვა ეკლესიამ უნდა თქვას",- განაცხადა დავით სერგეენკომ.