ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა. გარდაცვლილებიდან ერთი ნიკუშა ჭანტურია, ხოლო მეორე გიორგი ხარატიშვილია, მესამეს ვინაობაც მალე გახდება ცნობილი.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად სამი მამაკაცი მანქანაში დაიწვა. ისინი კლასელები იყვნენ და სკოლა “პროგრესში” სწავლობდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო.