თბილისის მერმა, კახა კალაძემ სამტრედიაში დავით კოხრეიძის მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა. უფრო კონკრეტულად კი საუბარია ოთხშვილიან ოჯახზე.
თბილისის მერის მიერ გაწეულ ქველმოქმედებას ჟურნალისტი თამარ ლეფსვერიძე “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება. როგორც ჟურნალისტი წერს, კახა კალაძე არაერთ ადაიმანსა და ოჯახს ეხმარება.
“უბრალოდ, კარგი ადამიანი… შარშანაც აჩუქა მრავალშვილიან ოჯახს სახლი…
და კიდევ, მე მაქვს უამრავი ადამიანის მოწერილი პირადში, როგორ დაეხმარა კახი და გადაარჩინა მათი შვილების სიცოცხლე… ვერ “დავთაგავ” უბრალოდ მათ… არ იქნება სწორი”, – წერს ლეფსვერიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.