“სარეველა პრეზიდენტი. არაფერზე არ აქვს პოზიცია. უკრაინის ავტოკეფალიაზე იბოდიალა. მოსამართლეებზე არ მეხებაო. პროპორციული არჩევნები ჩემი საქმე არააო. არაფერთან არაფერ შუაში არ ვარო. მოკლედ, თვითგამოცხადებული “ვირის ხორცი ვარო”
პ.ს. ისე კი ინამუსა. საფრანგეთის პენსიას ვიღებ და საპრეზიდენტო ხელფასს ქველმოქმედებაში გავუშვებო”, – ამ სიტყვებით შეაფასა “ფეისბუქის” პირად გვერდზე “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ 11 იანვარს გამართული პრესკონფერენცია.
უგულავას მხრიდან გამოთქმული მოსაზრებას ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში ასე ემხაურება:
“მოულოდნელობებითაა სავსე ცხოვრება – ხან ისე და ხან ასეო – ზოგიერთ ქალს ბიუჯეტიდან უფინანსებდა ბარკლების ოპერაციას, ზოგიერთზე კი ამბობს: “სარეველა პრეზიდენტი. არაფერზე არ აქვს პოზიცია. უკრაინის ავტოკეფალიაზე იბოდიალა. მოსამართლეებზე არ მეხებაო. პროპორციული არჩევნები ჩემი საქმე არააო. არაფერთან არაფერ შუაში არ ვარო. მოკლედ, თვითგამოცხადებული “ვირის ხორცი ვარო”.
საქმე ის კი არაა, ეს მართლა თვითგამოცხადებული ხორცი, ვისზე რას იტყვის, საქმე ისაა, ეს დაჩუტული კუნთი სათანადოდ რომ არ დაისაჯა იმ დანაშაულობებისთვის, რაც მან თბილისის მერობისას და მერობამდე ჩაიდინა! აი, ესაა საქმე!
ამბობენ, ეს რა იკადრაო, ამ არაკაცმაო – მეცინება. როდის იყო ეს აღიარებული ხორცის ნაჭერი კაცი, “ძმაკაცს” რომ ცოლი აახია მაშინ, თუ იმ დროს, აი, ამ ფოტოს რომ უღებდნენ?” , – წერს მეფარიშვილი და ურთავს ფოტოს.