პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიასთვის ვიცე-სპიკერობის შეთავაზება იყო არა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ჩამოშორების მცდელობა, არამედ გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ასეც იყო, ამ საფუძვლით იყო გაკეთებული ეს შეთავაზება, რაც უკავშირდებოდა ვიცე-სპიკერის პოზიციის დაკავებას, თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან. მცდელობა კი არ იყო, გადაწყვეტილება იყო ამასთან დაკავშირებით მიღებული. ამას ჰქონდა კონკრეტული საფუძველი და ეს საფუძველი არის ჩვენი შიდა სამზარეულო, ამიტომ ვერიდებით ამაზე საუბარს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვუფრთხილდებით გუნდურობას და ამ პრინციპით ვმოქმედებთ“, – განაცხადა კობახიძემ.