"ისეთი განცდა გრჩება, თითქოს სვეტიცხოველი ბაზარში ჩადგმული ჰიპერმარკეტი იყოს"

პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია სასულიერო პირების პროტესტსა და ჯვრის მონასტრის დახურვას ეხმაურება:

"ეკლესიებთან გარევაჭრობა გარკვეულ პერიმეტრზე არც უნდა იყოს, მცხეთაში ისეთი განცდა გრჩება, თითქოს სვეტიცხოველი ბაზარში ჩადგმული ჰიპერმარკეტი იყოს. რაც შეეხება ჯვარზე ტაძრის დაკეტვას, ეს არც გამოსავალია და არც ეთიკური საქციელი სასულიერო პირების მხრიდან", - წერს გამზარდია.