ირლანდიაში მყოფ საქართველოს 100-მდე მოქალაქეს ქვეყანაში იძულებით დაბრუნება ემუქრება. „კურიერს“ ირლანდიაში მცხოვრები ქართველები დაუკავშირდნენ და უამბეს, რომ საქართველოს ათეულობით მოქალაქე ქალაქ კორკში გვიან ღამით დააკავეს და მათი საქართველში იძულებით გამომგზავრება გერმანიის გავლით უახლოეს დღეებში იგეგმება.
მათ შორის საუბარია იმ ქართველებზეც, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებთან ქორწინებაში იმყოფებიან.
„დეკემბრიდან რაღაც შეიცვალა წულუკიანის ვიზიტის შემდეგ. აქ უთქვამთ, რომ ვიცით, რომ აქ ამდენი ხალხი არის დეპორტიანები და როგორ მოვექცეთ ამათო, ამას კი უთქვამს, დააბრუნეთ ყველაო, ჩვენთან სამსახურები არის. ჩემი ბიჭი ოთხში ჩამოფრინდა და აეროპორტშივე დააკავეს. რამე მიშველეთ, ის მაინც გავარკვიო სად არის ბავშვი“, - აცხადებს ირლანდიაში მცხოვრები მაია ზაალიშვილი.
ემიგრანტები ამბობენ, რომ საქართველოს საკონსულოდან ჯერჯერობით ქართველებს არავინ დახმარებია, მათ შორის არც კონსულტაციის სახით.