"ფრთხილად! დედამიწა ნეგატიურ ენერგოველში შევიდა, 21 იანვარს აპოთეოზი იქნება"

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის განცხადებით, დედამიწა 14 იანვარს, ძალიან რთულ ზონაში შევიდა. ამიტომ ყველამ მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, რომ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნეს.

"2019 წლის იანვრის თვეში ყველაზე რთულ ზონაში შევედით. 14-დან 25 იანვრის ჩათვლით, ყველაზე ნეგატიური ენერგოველის პერიოდი იქნება.  21 იანვარს მოხდება მთვარის დაბნელება. მთვარის დაბნელება კი - ფსიქოემოციური დღეა.

ამ პერიოდში მზე ტოვებს თხის რქას ზოდიაქოს და გადადის მერწყულში. 22-23 იანვრიდან ყველა მერწყული ამოისუნთქავს. მაგრამ მანამდე არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო, რომ მათთვის მძიმე პერიოდში რაიმე ცუდი არ შეემთხვეთ“, - აცხადებს ცაგარელი.

მისივე თქმით, ყველაზე რთული დღე 21 იანვარი იქნება.

"21 იანვარი აპოთეოზი იქნება, მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობა  ერთად ძალინ მძიმე ენერგოველს შექმნიან. ამ ეტაპს ქალბატონები განსაკუთრებით მძიმედ გადიან და ძალიან გაღიზიანებულები იქნებიან. ამიტომ, მამაკაცები ყურადღებით უნდა იყვნენ.  მნიშვნელოვანი საკითხები უმჯობესია, 18  რიცხვამდე მოაგვაროთ. 18-დან 22 რიცხვის ჩათვლით ყველაფერში ტაიმაუტს ვიღებთ და  გადავდივართ პოზიტივზე. ნებისმიერი საქმის გარჩევა და დაძაბულობა ცუდად დამთავრდება“, - აცხადებს ცაგარელი.

ასტროლოგი გვირჩევს, ამ პერიოდში ჯანმრთელობას განსაკუთრებით გავუფრთხილდეთ.

"თებერვალში ვირუსები კიდევ გავრცელდება, თუმცა სიკვდილიანობა იკლებს", - აცხადებს ასტროლოგი.