ბრეგაძე:

ბრეგაძე: "ამიერიდან ვინც თქვენ დაგინდოთ ის იყოს ნიკაგვარამია!"

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე სპეციალურ მიმართვას აქვეყნებს:

„დაიწყებ ეროვნულ საქმეს და შენივე იდეების მქონე ხალხი დაგესევა, ყველგან ფეხს გიდებს, ჭორებს გივრცელებს და ა.შ. გაჩერდები და ეტყვი - "კი ბატონო! ოღონდ ქართული საქმე გაკეთდეს და თქვენ იყავით პირველები" - უყურებ 1 თვე, 3,4,5,6 თვე, უყურებ 1 წელი და ხედავ, რომ ის ვითომ შენიანები ვერაფერს აკეთებენ. 100 კაცს ვერ აგროვებენ, სადღაც არიან შეყუჟულები, გაჩერებულები. დაიწყებ ხელახლა ქართული საქმის კეთებას და ისევ გამოფხიზლდებიან ეს ვითომ "ნაციონალისტ-პატრიოტები",ისევ იწყებენ ჭორაობას, ზურგს უკან ლანძღვას, თავების მარხვას...

შეგნებულად გავაჩერეთ "ქართული მარშის" აქტივობები რამდენიმე თვე და ვინ რა გააკეთა? მოკლედ, ამათზეა ნათქვამი - "არც თავისას აკეთებენ და არც შენ გაკეთებინებენ გასაკეთებელს".  ჰოდა, მტრები არიან აბა რა? ამიტომ ამიერიდან ვინც თქვენ დაგინდოთ ის იყოს ნიკაგვარამია!“ - წერს ბრეგაძე.

Maverick ყოჩაღ!
მასეთებს V კოლონა ქვია და თუ არ გამოავლინე და სააშკარაოზე გამოიყვანე, მიწასთან გაგასწორებს...
6 წლის უკან