მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალური დირექტორი დაგროვებით საპენსიო სისტემას პოზიტიურად აფასებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალური დირექტორი დაგროვებით საპენსიო სისტემას პოზიტიურად აფასებს

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის გენერალური დირექტორის გია პეტრიაშვილის შეფასებით, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ქვეყანაში გრძელვადიან ფინანსურ რესურსს შექმნის, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას შეუწყობს ხელს.

2019 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო რეფორმა ამოქმედდა. საპენსიო სქემაში მონაწილეობა სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ყველა დასაქმებულისათვის.

“MBC-ის თანამშრომელთა ლომის წილი 40 წლამდე ასაკის არის. საპენსიო რეფორმის მხარდასაჭერად, ჩვენ გადავწყვიტეთ, 1 იანვრიდან ხელფასების, საშუალოდ, 5%-ით გაზრდა. ვფიქრობ, ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საპენსიო ფონდის სახით გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნა. რეფორმა, რომელიც საქართველოში ხორციელდება ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებებს და მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის”, - აღნიშნა გია პეტრიაშვილმა.

„რაც შეეხება საპენსიო შენატანებს, გაზრდილი ხელფასის შედეგად ჩვენი თანამშრომლები უპრობლემოდ მოახერხებენ საპენსიო შენატანების განხორციელებას საკუთარ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშებზე. თანამშრომლის შენატანს დაემატება ორმაგი ოდენობის შენატანი, რომელსაც ჩვენი კომპანია და სახელმწიფო განახორციელებენ. შედეგად გაიზრდება ჩვენი თანამშომლების კეთილდღეობა, რაც MBC-ის  სოციალური პოლიტიკის ერთერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს“